01 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
ტაილანდში ავტობუსის დაწვის შედეგად 20-ზე მეტი სკოლის მოსწავლე დაიღუპა

ტაილანდში, ბანგკოკთან ახლოს, ავტობუსი, რომელსაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც აალდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, 16 ბავშვის და 3 მასწავლებლის გადარჩენა მოხერხდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. ოფიციალური პირების განცხადებით, ავტობუსში 10 ცხედარი უკვე იპოვეს.

ფოტოებში ჩანს, რომ სამგზავრო ავტობუსი მთლიანად დამწვარია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სიმხურვალის გამო, პოლიციამ ავტობუსის შიგნიდან დათვალიერება ვერ შეძლო.

ავტობუსი ორ სხვა ავტობუსთან ერთად გადაადგილდებოდა, რომლებსაც დაწყებითი სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდათ. ისინი ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ. სატრანსპორტო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ავტობუსი საწვავად შეკუმშულ ბუნებრივ აირს იყენებდა, თუმცა ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები