01 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
პასუხი გაგვცეს მთავარ კითხვებზე, რას უპირებს საქართველოს, რატომ გადახედა ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებას - ზვიად ძიძიგური ბიძინა ივანიშვილის მიმართვაზე

ბიძინა ივანიშვილის მთავარ გზავნილებს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განცხადებაში დასახელებული მიღწევები და წარმატებები გადაჭარბებულია. 

პლატფორმა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, წერილი აცდენილია რეალობას. 

"მისი განცხადება სრულიად აცდენილია რეალობას, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ სერიოზულ მასშტაბურ პროექტს საქართველოში, რომელიც ათასობით ადამიანს დაასაქმებდა, რომელიც სიღატაკეს მოსპობდა ამ ქვეყანაში. ის ეკონომიკური ზრდა, ციფრებით წერენ, ეს ალბათ ილექება კორუფციული ელიტის ჯიბეებში", - აცხადებს თამარ კორძაია.

შეფასება გააკეთა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრმა ზვიად ძიძიგურმა. 

"პასუხი გაგვცეს მთავარ კითხვებზე, რას უპირებს საქართველოს, რატომ გადახედა ევროკავშირში და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებას. 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ავტორიტარულ რეჟიმს და ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენ დღეს, 12 წლის შემდეგ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ. 2012 წელს მილიონ 200 ათასმა კაცმა უარი უთხრა მიშა სააკაშვილის რეჟიმს. დღეს, 2024 წელის 26 ოქტომბერს, ამომრჩეველმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, როგორც მიიღო მაშინ," - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

დღის ამბები