01 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
"თურმე, საწყალი გერმანელები თავად ვერ ხვდებიან სალომე ზურაბიშვილი რომ ჩადის, არღვევს თუ არა კანონს" - თამარ კორძაია პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყანაში წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ

სალომე ზურაბიშვილის ბერლინში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კითხვები აქვთ.

საუბარია, ზურაბიშვილის გერმანიაში შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომელიც 29 სექტემბერს ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა.

უმრავლესობა განმარტავს, რომ გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო აგიტაციას. მათი თქმით, საარჩევნო კამპანიას გერმანიის მთავრობის სპეციალური ნებართვა სჭირდება, რიგ შემთხვევებში კი ის საერთოდ აკრძალულია. უმრავლესობას აინტერესებს, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს ოფიციალური ბერლინის თანხმობა, როცა ის საარჩევნო აგიტაციას აწარმოებდა.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, კანონდარღვევაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც თავად დაარღვიეს კონსტიტუცია და ქვეყანაში დემოკრატიას ანადგურებენ.

"კანონმდებლობის დარღვევაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც კონსტიტუცია დაარღვიეს, მიიღეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, ანადგურებენ დემოკრატიას. თურმე, საწყალი გერმანელები თავად ვერ ხვდებიან სალომე ზურაბიშვილი რომ ჩადის არღვევს თუ არა კანონს და თურმე, სალომე ზურაბიშვილს აძლევენ შესაძლებლობას, რომ დაარღვიოს კანონმდებლობა - წარმოუდგენელია", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, გერმანია ეხმარება ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც ევროკავშირზე გადის.

"გერმანია ეხმარება ქართველი ხალხის იმ არჩევანს, რომელიც ევროკავშირზე გადის. თუ ამაზე პრობლემა აქვს "ქართულ ოცნებას" ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათთვის საფრთხეა დემოკრატია და ქვეყნისა და ხალხის არჩევანი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები