01 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
მოქალაქემ ლატარიაში მოგებული 1 მილიონი დოლარი დაკარგა - შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა

ავსტრალიაში, მოქალაქემ ლატარიაში მოგებული 1 მილიონი დოლარი დაკარგა, რადგან ბილეთი არ დაარეგისტრირა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მომგებიანი ბილეთი ჩრდილოეთ ადელაიდაში, 2023 წლის 27 სექტემბერს შეიძინეს, ბილეთს ერთ წლიანი ვადა ჰქონდა, მაგრამ მყიდველმა ის მოთამაშის ბარათზე ან ონლაინ არ დაარეგისტრირა და ბილეთს ვადა გაუვიდა.

ლატარია Lott-ის წარმომადგენლის განცხაადებით, გამარჯვებული 1 მილიონი დოლარის ოდენობის პრიზს მიიღებდა, თუ ის უბრალოდ დაარეგისტრირებდა ბილეთს მოთამაშის ბარათზე ან ონლაინ. მისი განმარტებით, მოქალაქემ სავარაუდოდ არც იცის, რომ 1 მილიონი დოლარი მოიგო და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ავსტრალიის კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი პრიზს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში პატრონი არ გამოუჩნდება სამხრეთ ავსტრალიის ლატარიების კომისია კონფისკაციას უკეთებს.

მიუხედავად ამისა, საიდუმლო გამარჯვებულს მაინც შეუძლია მოითხოვოს 1 მილიონი დოლარი, თუ კომისიას წარუდგენს ბილეთს, პრიზზე პრეტენდენტობის განცხადებას და კანონით გათვლილ დოკუმენტაციას.

დღის ამბები