01 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
საქართველო ისევ დადგა სიკეთისა და ბოროტების გზაგასაყარზე, ისევე როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს უნდა აირჩიოს მშვიდობა, ტრადიციები და გაერთიანება. მისი თქმით, სხვა ალტერნატივა არის ომი და სახელმწიფოებრიობის დაკარგვა.

"ჩვენ არაერთხელ გვიხილავს ბიძინა ივანიშვილის გზავნილები საზოგადოების მიმართ და ეს გზავნილიც სწორედ ამას მიანიშნებს, რომ საქართველო ისევ დადგა სიკეთისა და ბოროტების გზაგასაყარზე, ისევე როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ახლაც, 26 ოქტომბერს, საქართველო დადგა გზაგასაყარზე.

რა თქმა უნდა, საქართველომ და ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს მშვიდობა, ტრადიციები, ერთობლივი ცხოვრება, გაერთიანება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად. ეს ყველაფერი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. სხვა ალტერნატივა არის ომი, სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, აგენტურის მოსვლა ხელისუფლებაში, რაც უდრის ეკონომიკის ჩამოშლას და საქართველოს მონობას და ვასალობას უცხოური ძალების მხრიდან, რომლებიც ამას აღარ მალავენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად ყოფნა უკვე ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა როგორც ადრე, ახლაც გადადო თავი ქვეყნისთვის და ბუნებრივია, რომ ქართველი ხალხი უნდა გაყვეს იმ გზას, რომელიც მან აჩვენა საზოგადოებას როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ასევე ახლაც აჩვენებს 2024 წლის 26 ოქტომბერს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები