01 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი სიმაღლეში კიდევ უფრო იზრდება - BBC ახალი კვლევის შესახებ

ახალი კვლევის თანახმად, ევერესტის მწვერვალი სიმაღლეში იზრდება და ის 15-დან 50-მდე უფრო მაღალია, ვიდრე თავიდან იყო, რადგან მდინარე ანადგურებს მის ძირში არსებულ კლდეებს და ნიადაგს, რაც ხელს უწყობს მის ამაღლებას. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრების განმარტებით, მდინარე არუნის მიერ მთისთვის ნიადაგის გამოცლა, მსოფლიოში უმაღლესი მწვერვალის წელიწადში 2 მმ-ით აწევას იწვევს. მეცნიერების განმარტებით, ეს იმიტომ ხდება, რომ ნიადაგის გამოცლით მთა მსუბუქდება და მაღლა იწევს.

კვლევის თანაავტორის, ადამ სმიტის განცხადებით, ეს პროცესი გემიდან ტვირთის გადაყრას ჰგავს. მისი თქმით, როდესაც გემი მსუბუქდება, ის წყალზე უფრო მაღლა დაცურავს და სწორედ მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ევერესტზეც, რადგან ქანების გამსუბუქებით ის უფრო მაღლა იწევს.

დღის ამბები