01 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
სოზარ სუბარი: რომ არ ყოფილიყო 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, დღეს ქართული სახელმწიფო არ იარსებებდა

პარტია "ხალხის ძალის" წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი "ქართული ოცნების" მიერ 12 წლის წინ, 1-ელ ოქტომბერს მოპოვებულ გამარჯვებას ეხმიანება.

"დღესაც ზუსტად ისეთივე საბედისწერო არჩევნებია, როგორიც იყო 2012 წელს - სასწორზე დგას საქართველოს და ქართველი ხალხის ყოფნა-არ ყოფნა" - აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ საჭიროა არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს, რათა საქართველოს შეუნარჩუნოს მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა.

"რომ არ ყოფილიყო 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, დღეს ქართული სახელმწიფო არ იარსებებდა. დღესაც ამისკენ მიისწრაფვის ნაციონალური მოძრაობა და უცხო ქვეყნის კოლექტიური აგენტურა - სურთ საქართველო ჩართონ ომში. ამიტომ, დღესაც ზუსტად ისეთივე საბედისწერო არჩევნებია, როგორიც იყო 2012 წელს. ახლაც სასწორზე დგას საქართველოს და ქართველი ხალხის ყოფნა- არ ყოფნა და ჩვენ ეს არჩევნები მშვიდობით უნდა გავიაროთ. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება იმისთვის, რომ არა მხოლოდ მშვიდობა შევუნარჩუნოთ საქართველოს, არამედ შევუნარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები