09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ბერლინის კედლის დაცემიდან 25-ე წლისთავი აღინიშნება

გერმანიაში დღეს ცივი ომის სიმბოლოს, ბერლინის კედლის დაცემის 25–ე წლისთავს აღნიშნავენ. მთავარი საზეიმო ღონისძიება დღეს საღამოს ბრანდერბურგის კარიბჭესთან გაიმართება, რომელსაც ქვეყნის კანცლერი დაესწრება.

ანგელა მერკელის თქმით, თავისუფლებისადმი ხალხის დაუოკებელმა სურვილმა გამოიწვია 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევა. ეს ადგილი წელს თეთრი საჰაერო ბურთებით გააფორმეს, რომლებსაც დღეს გაუშვებენ. თარიღთან დაკავშირებით ბერლინში იმყოფება მიხეილ გორბაჩოვიც. საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა საერთაშორისო გაერთიანებას მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ახალი ცივი ომის ზღვარზეა. 

დღის ამბები