06 ოქტომბერი 2024,   17:14
ვრცლად
"სამი ტელევიზიის განცხადებაში კარგად გამოჩნდა, როგორი მონური დამოკიდებულება აქვთ რადიკალურ NGO-ებს, ოპოზიციურ პარტიებსა და მათ მედიასაშუალებებს - საკუთარი აზრიც არ აქვთ" - ლევან მაჭავარიანი

"ეს არის კანონის დარღვევა და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული", - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სამი ტელევიზიის გადაწყვეტილებას, რომლებმაც მმართველი გუნდის წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის გაშვებაზე უარი განაცხადა.

მაჭავარიანის შეფასებით, ტელევიზიების გადაწყვეტილება მონური დამოკიდებულებაა.

"ეს არის კანონის დარღვევა და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. გასაოცარია, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, არ მომწონს ეს კლიპებიო და შესაბამისად, ჩვენ ამას არ გავუშვებთო - როგორი მონური დამოკიდებულება აქვთ რადიკალურ NGO-ებს, ოპოზიციურ პარტიებსა და მათ მედიასაშუალებებს, ამ განცხადებაში კარგად გამოჩნდა.

საკუთარი აზრიც არ აქვთ. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი რანგის პოლიტიკოსი იტყვის უცხოეთიდან, თეთრზე რომ შავია, ჩვენ ეს დამოკიდებულება არ გვქონდა, არ გვაქვს და არ გვექნება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები