07 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
“ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ არაგონივრულ პოლიტიკას“ – თეონა აქუბარდია მამუკა მდინარაძის პოსტის შესახებ

“ქვეყნის მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენება სრული აბსურდია და “ქართული ოცნება“ ოკუპირებულ რეგიონებს არასდროს აღიარებს“ - მამუკა მდინარაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ამ განცხადებას ოპოზიცია ეხმაურება.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პოსტი გუშინ გამოაქვეყნა, სადაც კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს “ქართული ოცნება“ ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს.

პარტია “საქართველოსთვის“ წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, მმართველი გუნდის პოლიტიკა არაგონივრულია, რომელიც, არ აღიარების პოლიტიკას საფრთხეს უქმნის.

“მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე- რას სთავაზობენ ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობისთვის. არაღიარების პოლიტიკას, რეალურად, მათ შეუქმნეს საფრთხე, როდესაც დასავლეთს დააშორეს ქვეყანა. რუსეთი ღიად არათუ ამბობს, რომ აღიარებას უკან არ გაიწვევს, არამედ ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს ამის გაკეთებისკენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ არაგონივრულ პოლიტიკას“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები