07 ოქტომბერი 2024,   11:24
ვრცლად
“ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი პოზიცია, რადგანაც ისინი ვალდებულები არიან, რომ კანონს დაემორჩილონ“ - ლევან მაჭავარიანი კონკრეტული ტელევიზიების მიერ მათ არხებზე “ქართული ოცნების“ რეკლამის დაბლოკვაზე

“კანონმდებლობა არ აინტერესებთ, ისინი უბრალოდ აპელირებენ იმით, რომ ევროკავშირის მოქმედ ელჩს არ მოსწონს ამ რეკლამის შინაარსი," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც კონკრეტული ტელევიზიების მიერ მათ არხებზე “ქართული ოცნების“ რეკლამის დაბლოკვას გამოეხმაურა.

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეფასება გამოდგა დირექტივა კონკრეტული ტელევიზიებისთვის, რომლებმაც დაბლოკეს “ქართული ოცნების“ რეკლამა მათ არხებზე.

“ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი პოზიცია, რადგანაც ისინი ვალდებულები არიან, რომ კანონს დაემორჩილონ. მათთვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, კონსტიტუციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ რომელიმე პოლიტიკოსი, ევროპიდან იქნება ეს, ამერიკიდან თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, იტყვის, რომ თეთრი არის შავი, ისინი დაეთანხმებიან, რომ თეთრი არის შავი. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის,“ - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ 4 ოქტომბერს “სამარცხვინო“ და “შემზარავი“ უწოდა.

დღის ამბები