07 ოქტომბერი 2024,   11:24
ვრცლად
“მორიგი ტყუილების ტირაჟირება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“ - ლევან მაჭავარიანი

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ინფორმაციას, თითქოს “ქართული ოცნება“ ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს, კატეგორიულად უარყოფს.

მან გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. აღნიშნული განცხადების შემდეგ, ამავე თემაზე განმარტებებს აკეთებენ მმართველ გუნდში.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ამ მოსაზრებებს ოპოზიციის მიზანმიმართულ სპეკულაციებს უწოდებს.

“მორიგი ტყუილის ტირაჟირება ხდება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, რომ თითქოს იქ რაღაც კონფედერაციის ფორმაზეა საუბარი, ან მათ დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. რა თქმა უნდა, ბატონმა, მამუკა მდინარაძემ თავის “ფეისბუქ“ პოსტში ასახა ჩვენი გუნდის პოზიცია. ოპოზიციისგან მიჩვეული ვართ ასეთ ტყუილებს, რომლებიც იშიფრება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავამთლიანებთ ქვეყანას და ეს ყველაფერი მოხდება ერთი ქვეყნის ქვეშ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები