03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
გელათში კელიას ცეცხლი გაუჩნდა

გელათის მონასტერში ერთერთ კელიას ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლს ტყიბულისა და ქუთაისის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ერთობლივად აქრობდნენ.

"კურიერის" ჟურნალისტის ცნობით, ხის ნაგებობა მთლიანად განადგურებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია. სასულიერო პირები ცეცხლის გაჩენას ელექტროგაყვანილობას უკავშირებენ. მეხანძრეები კი - მიზეზად ბუხარს ასახელებენ.  

დღის ამბები