08 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
"ევროკომისია საქართველოს დემოკრატიის კუთხით წინმსვლელ სახელმწიფოდ აფასებს, ევროპარლამენტი კი რეზოლუციაში წერს, რომ თურმე, ქვეყანაში დემოკრატია უკან მიდის - ესაა მათი ორმაგი სტანდარტები" - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებს ორმაგი სტანდარტები ახასიათებთ, რადგან ევროკომისია საქართველოს დემოკრატიის კუთხით წინმსვლელ ქვეყნად აფასებს, ხოლო ევროპარლამენტი რეზოლუციაში წერს, რომ საქართველოში დემოკრატია უკან მიდის.

"ევროკომისია აფასებს საქართველოს, როგორც დემოკრატიის კუთხით წინმსვლელ სახელმწიფოდ, ასევე - დინამიკურად, თანმიმდევრულად განვითარებულ სახელმწიფოს. ევროპარლამენტი კი რეზოლუციაში წერს, რომ თურმე, საქართველოში დემოკრატია უკან მიდის. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტები", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები