08 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
"ზიზღი, სიძულვილი მათი ხელწერაა და ამავე შინაარსის ბანერები ვიხილეთ ჩვენს ქუჩებში - სადამკვირვებლო მისიებს ამ ყველაფრის ანგარიშებში ასახვისკენ მოვუწოდებთ" - მაჭავარიანი "ნაციონალური მოძრაობის" ბანერებზე

"ქართული ოცნება" მოუწოდებს დამკვირვებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოახდინონ რეაგირება "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერებზე. მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან ზიზღის ენასა და სიძულვილის კამპანიის კიდევ ერთ გამოვლინებაზე საუბრობს.

"ეს არის ჩვეულებრივი ზიზღის, სიძულვილის დათესვა საზოგადოებაში. საზოგადოების გახლეჩის მორიგი მცდელობა და პოლარიზაციის გაზრდის მცდელობა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ მოითმინა. ეს მათი ხელწერაა - ზიზღი, სიძულვილი და ასეთი შინაარსის ბანერები ვიხილეთ ჩვენს ქუჩებში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, რომ ეს ყველაფერი თავიანთ ანგარიშში ასახონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ნეგატიური კამპანია დაიწყო - პარტიამ ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა. "მოიშორე ოცნება", "მოიშორე ბიძინა" - ვკითხულობთ ბანერებზე.

დღის ამბები