08 ოქტომბერი 2024,   18:12
ვრცლად
"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის ქართული ოცნება, რომლის ერთგული იქნება ნებისმიერი ქართველი, ვისთვისაც საკუთარი სამშობლო ფასეულია" - რატი იონათამიშვილი

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა - "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა პოლიტიკური შეფასებების თემაა. პროგრამა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გააცნო. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნულ ამოცანებზე.

"ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული, თუმცა მმართველი გუნდის განწყობა ოპტიმისტურია. რაც შეეხება სიღარიბეს, 2028 წლისთვის ქვეყანაში სიღარიბე მაქსიმუმ 4 პროცენტი იქნება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეროვნული ამოცანების შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდება, თუმცა, ამ ყველაფრის შესასრულებლად, მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის ქართული ოცნება, რომლის ერთგული იქნება ნებისმიერი ქართველი, რომლისთვისაც საკუთარი სამშობლო ფასეულია:

"სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით წარმიმართოს და მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია თითოეული ქართველის ქართული ოცნების ახდენასთან, ვინაიდან ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის ქართული ოცნება, რომლის ერთგული იქნება ნებისმიერი ქართველი, ვისთვისაც საკუთარი სამშობლო ფასეული და მნიშვნელოვანია," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები