08 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
ISFED-მა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

50-გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი, პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანია და მედიაგარემო.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე და იმ შედეგებზე, რომელიც, მესამე სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მათ საქმიანობაზე აისახა. ISFED-ის ანგარიში 27 აგვისტოდან 30 სექტემბრის პერიოდს მოიცავს.

"კვლავ აქტიურია ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მადისკრედიტირებელი კამპანია. ამას დაემატა ომში მყოფი უკრაინელების ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაიწყო კამპანია, ვხედავთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიები, ატარებენ შეხვედრებს რეგიონებში. ამ პერიოდში, ვნახეთ რამდენიმე დარღვევა, მათ შორის - ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის, მუქარის, დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრის მცდელობის, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ცალკეული შემთხვევები", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

დღის ამბები