08 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
"დაგიდასტურებთ, რომ ქარტიის ერთგულები ვართ," - პრეზიდენტი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებს ხვდება

პრეზიდენტი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებს ხვდება. შეხვედრა ერთი საათის წინ დაიწყო. ათონელის რეზიდენციაში მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე იმყოფებიან.

ზურაბიშვილმა უკვე თქვა, რომ მას ჰყავს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს და რაზეც კონსულტაციებს ქარტიაზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან გაივლის.

შეხვედრის დაწყების წინ კომენტარი გააკეთა ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, კოალიცია ”ძლიერი საქართველოს" წევრმა, მამუკა ხაზარაძემ.

"პოზიციას გეტყვით, როცა შევხვდებით. ერთს დაგიდასტურებთ, რომ ქარტიის ერთგულები ვართ, დანარჩენ დეტალებს მოგახსენებთ,“ - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

პრეზიდენტისგან გეგმის მოსმენას ელოდება კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე.

"დღეს ვაპირებთ, პრეზიდენტისგან მოვისმინოთ, რა გეგმა აქვს მას, რა ხედვა აქვს, რა ანგარიში აქვს ევროპიდან ჩამოტანილი და ამის მიხედვით გადავწყვეტთ", - ამბობს ანა დოლიძე.

დღეს ოპოზიციასთან შეხვედრების მეორე დღეა, ძლიერი საქართველოს შემდეგ, ორბელიანების სასახლეში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ელოდებიან.

"მოვედით მოსასმენად, შეხვედრას წინ არაფერი არ უდგას, დანარჩენს რომ გამოვალთ, ამის შემდეგ რასაც მოვისმენთ, იქიდან გამომდინარე გეტყვით. მთავრობა ყოველთვის კოალიციურად ფორმირდება, ხალხის მანდატიდან გამომდინარე. ყველა პრინციპს, რომელიც ქართულ ქარტიაში არის გათვალისწინებული, ჩვენ პირნათლად შევასრულებთ,“ - აცხადებს პლატფორმის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

 

დღის ამბები