08 ოქტომბერი 2024,   18:14
ვრცლად
"ტექნიკური მთავრობა არ შეიქმნება - ეს არის მათი კიდევ ერთი მცდელობა, რამენაირად, დააშანტაჟონ მოსახლეობა" - ეკა სეფაშვილი

ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესებსა და ოპოზიციასთან შეხვედრებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრი ეხმაურება. ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა არ შეიქმნება და ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, შექმნან ცრუ აღქმები საზოგადოებაში.

"ეს არის მცდელობა იმის, რომ საზოგადოებაში შექმნან ცრუ მოლოდინები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ტექნიკური მთავრობა არ შეიქმნება. ეს არის მათი კიდევ ერთი მცდელობა, რამენაირად, დააშანტაჟონ მოსახლეობა და შექმნან ცრუ აღქმები, რაც მათ წაგებულ არჩევნებს არ უშველის არანაირად," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებს ხვდება. შეხვედრა ერთი საათის წინ დაიწყო. ათონელის რეზიდენციაში მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე იმყოფებიან.

 

დღის ამბები