09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
საფრანგეთში საპროტესტო აქციები შეტაკებით დასრულდა

საპროტესტო აქცია საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში შეტაკებებში გადაიზარდა.

მასშტაბური დემონსტრაციები ქალაქში 2 კვირის წინ დაიწყო, როდესაც პოლიციელის მიერ ნასროლ ყუმბარას ახალგზარდა აქტივისტი ემსხვერპლა.

შეტაკების დროს სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ადგილზე სახანძრო ბრიგადების გამოძახებაც გახდა საჭირო, რადგან ხელნაკეთი ასაფეთქებლების სროლის შედეგად 3 ავტომობილი დაიწვა.

დღის ამბები