საომარი მოქმედებები უწყვეტია უკრაინაშიც - რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 30-ზე მეტი. ოკუპანტმა მრავალსართულიან კორპუსებზე დარტყმა მართვადი რაკეტებით განახორციელა.
უკრაინის შესახებ ისაუბრა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა. ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა ბრძოლის ველზე ომს ვერ მოიგებს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ორბანმა აღნიშნა, რომ სურს, დაარწმუნოს ევროპელი ლიდერები, უკრაინასთან დაკავშირებით სტრატეგია შეცვალონ, რადგან არსებული არ მუშაობს. ორბანის ბრიფინგი მოულოდნელად შეწყდა.
მიზეზი ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, რომელიც საკონფერენციო დარბაზში ყვირილით შევარდა. მან უნგრეთის პრემიერი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. პოლიტიკოსი შენობიდან დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.