14 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
"ჩვენ მოვუსმენთ პრეზიდენტს, ეს საკითხი მან გაააქტიურა" - პრეზიდენტის რეზიდენციაში ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატზე მსჯელობა გრძელდება

პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსულტაციები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატზე მსჯელობს. ორბელიანების სასახლეში დღეს, სავარაუდოდ, გიორგი გახარიას გუნდი მივა. ეს არის პარტია, რომელიც ხელმომწერებს შორის ყველაზე მეტად კრიტიკული იყო ქარტიის რამდენიმე პუნქტის მიმართ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც შეხვედრა დასრულდება.

"ჩვენ მოვუსმენთ პრეზიდენტს. მან მოახდინა ამ საკითხის აქტუალიზება. რასაც ვუყურებ ამ ორი დღის განმავლობაში ვინც იყვნენ, იქ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილია, როგორც ეს საჯარო კომენტარებიდან ჩანს. ამიტომ, მივალთ და ვნახავთ, მისი სათქმელი რა არის. საერთოდ, ეს პროცესი გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება, ხილვადი არ არის. მე როგორც ვხვდები, რადგან ზოგადი შეხვედრები იყო, ეს არის პრინციპების დონეზე საუბარი და არა კონკრეტულ ფიგურებზე. უფრო კონკრეტულ პასუხს გეტყვით, როდესაც ამ შეხვედრიდან გამოვალთ," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

 

 

დღის ამბები