09 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
მამუკა მდინარაძე რეზოლუციით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე: ასე მაგრად და პუნქტობრივად ჩვენი სლოგანის საჭიროება არავის დაუმტკიცებია! ჩვენი პასუხი ასეთია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტში დღეს მისაღებ რეზოლუციასთან დაკავშირებით წერს. როგორც ის აღნიშნავს, "ასე მაგრად და პუნქტობრივად" "ქართული ოცნების" სლოგანის საჭიროება არავის დაუმტკიცებია.

"ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოსგან ითხოვს:

1. დასანქცირდეს ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი!

2. გათავისუფლდეს მკვლელი და ომის გარანტი!

3. გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი!

4. დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა სკოლებსა და მედიასაშუალებებში!

5. დავუწესოთ სანქციები რუსეთს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევს!

მგონი, ყველაფერი გასაგებია! ასე მაგრად და პუნქტობრივად ჩვენი სლოგანის საჭიროება არავის დაუმტკიცებია!

ჩვენი პასუხი ასეთია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!", - წერს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები