სახიფათო ნომრები, "რუსთავი 2-ის" ეზოში დამყარებული მსოფლიო რეკორდი და ოქროს ღილაკი - "ნიჭიერის" მესამე ეპიზოდსაც, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა მონაწილის საოცნებო ღილაკი 21 წლის ანა სართანიამ მოიპოვა.
მოცეკვავემ მაყურებელს თავი 10 წლის წინაც, სწორედ ამავე პროექტში მონაწილეობით დაამახსოვრა. ანა სართანიამ დაკარგული ტყუპისცალი სწორედ პროექტ "ნიჭიერის" მეშვეობით იპოვა. დების გამოჩენას მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა.