21 დეკემბერი 2024,   15:55
ვრცლად
"ვუწონებ მთავრობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას, ასევე, შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკან იქნა გაწვეული" - რობინ დანიგანი

ჩვენ დავინახეთ პოზიტიური ნაბიჯები მთავრობისგან, ცესკოსგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.

მან მოიწონა მთავრობის გადაწყვეტილება გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, როგორც ელჩმა აღნიშნა, მან "შვებით ამოისუნთქა", როდესაც ეკა გიგაურის და ხათუნა ლაგაზიძის არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრემიერის რეკომენდაციით, "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების" სტატუსი ანტიკორუფციულმა ბიურომ მოუხსნა და მათ კვლავ შეეძლებათ არჩევნებზე დაკვირვება.

"ვუწონებ მთავრობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას, მათ მიიღეს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, IRI-ის და NDI-ის გრძელვადიანი მისიები, ორი ორგანიზაციისა, რომლებსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, მათ მიიღეს ასევე სხვა გრძელვადიანი დამკვირვებლები, მათ აკრედიტაცია მისცეს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც ეყოლებათ ადგილობრივი დამკვირვებლები. ასე რომ, მთავრობამ აიღო ამისი ვალდებულება და ის შეასრულეს, ასე რომ, ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკან იქნა გაწვეული და რომ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ამტკიცონ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, დააკვირდეს არჩევნებს. ასე რომ, მე, ჩვენ დავინახეთ პოზიტიური ნაბიჯები მთავრობისგან, ცესკოსგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია." - განაცხადა რობინ დანიგანმა.

დღის ამბები