09 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
სიცილიაში ტროპიკულმა ციკლონმა მოსახლეობა დააზარალა

იტალიაში უამინდობა გრძელდება, თუმცა სტიქიამ ამჯერად ქვეყნის სამხრეთით გადაინაცვლა.

ტროპიკული ციკლონი და გადაუღებელი წვიმები სიცილიის სანაპიროს დაატყდა თავს. რეგიონში ძლიერი ქარიცაა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობების სახურავები და ძირფესვიანად წაიქცა ხეები. რამდენიმე მათგანი ქუჩაში გაჩერებულ მანქანებსაც დაეცა.

მეტეოროლოგები მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.

დღის ამბები