09 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
"ყველაფერი, რაც მითითებულია რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯებაა და მეტი არაფერი" - არჩილ გორდულაძე

არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირაზე ცოტა მეტი და ამ დროს, რეზოლუციის მიღება ხდება, სადაც არაფერი არ არის ერთ ფაქტზე დაყრდნობილი მაინც, - პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

არჩილ გორდულაძე რეზოლუციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს.

"სხვა არაფერია, თუ არა შიდა საქმეებში ჩარევა, რადგან არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირაზე ცოტა მეტი და ამ დროს, რეზოლუციის მიღება ხდება, სადაც არაფერი არ არის ერთ ფაქტზე დაყრდნობილი მაინც. მაგალითად, საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე - რამდენ რეზოლუციაში უნდა ჩაიწეროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა?! როგორც საქართველოს, ისე სტრასბურგის სასამართლოსაც არავითარი კითხვის ნიშნები არ აქვს მიხეილ სააკაშვილის არც ბრალთან, არც მსჯავრთან, არც სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, - და მითითებაა, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. გამოდის, რომ საერთოდ ქვეყანა აღარ გვაქვს - არ არსებობს კონსტიტუცია და კანონები. ყველაფერი, რაც მითითებულია რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯებაა და მეტი არაფერი. ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ თანასწორობაზე," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები