09 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, ეს სტრატეგიული ამოცანებია და აბსოლუტურად ნორმალიზდება, როცა არჩევნები ჩატარდება - ლევან დავითაშვილი

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება - ეს სტრატეგიული ამოცანებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივაღწევთ" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ამის შესახებ "ღამის კურიერში" განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან არჩევნების ჩატარების შემდეგ ნორმალიზდება.

"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ საგარეო პრიორიტეტების კუთხით ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. პრემიერმა ისაუბრა, რომ ჩვენთვის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტი არის ურთიერთობების გადატვირთვა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, თუმცა საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე და იმ გეოპოლიტიკის გათვალისწინებით, სადაც ჩვენ ვართ, ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვიწევს პარტნიორობა და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვგულისხმობ ახლო სამეზობლოს, ეს არის შუა აზიის ქვეყნები, ეს არის როგორც სპარსეთის ყურის, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები და ა.შ. მათ შორის, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც პრემიერი საუბრობდა.

თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება - ეს სტრატეგიული ამოცანებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივაღწევთ. ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად ნორმალიზდება მას შემდეგ, რაც ჩვენთან არჩევნები ჩატარდება. ახალი ხელისუფლება, რომელსაც ექნება ხალხის ნდობა და სრული მანდატი, რომ მართოს ეს ქვეყანა, იქნება ის პარტნიორი, მათ შორის, ევროკავშირისთვისაც და ამერიკისთვისაც, რომელიც გააგრძელებს ამ ურთიერთობებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები