კიდევ ერთი რეკრეაციული პარკი თბილისში - ისნის რაიონში თბილისის მერიისა და კომპანია "ას ჯორჯიას" შეთანხმებით 10 000-ზე მეტი ნერგი დაირგო, გაკეთდა ველო და საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო სპორტული და საბავშვო მოედნები.
რეკრეაციული სივრცეს დედაქალაქის მერი კახი კალაძეც ესტუმრა და ჩატარებული სამუშაოები ადგილზე მოინახულა. პროექტის განხორციელებისთვის კომპანიამ 3 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. განახლებულ პარკში მოსახლეობისთვის კონცერტი გაიმართა.