21 დეკემბერი 2024,   16:11
ვრცლად
"სახელები გადაირქვეს-გადმოირქვეს და აქვთ მცდელობა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რეალურად ეს ადამიანები იბრძოლებენ იმისთვის, რომ მიუახლოვდნენ ან გადალახონ საარჩევნო ბარიერი" - კახა კალაძე ოპოზიციაზე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლების ქუთაისში გამართულ ყრილობას  მმართველ გუნდში ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ახალი კონფიგურაციის მიუხედავად კოალიცია იგივე "ნაციონალური მოძრაობაა" და მათ ამომრჩეველი ადეკვატურ პასუხს 26-ს ოქტომბერს გასცემს.

"იმ რეჟიმის დროს, რომელიც 2012 წლამდე ქვეყანაში იყო, ამ ადამიანებს ყველას სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა და დღეს გამოდიან, სახელები გადაირქვეს-გადმოირქვეს და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. რეალურად ეს ადამიანები იბრძოლებენ იმისთვის, რომ მიუახლოვდნენ ან გადალახონ საარჩევნო ბარიერი", - აცხადებს თბილისის მერი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე.

დღის ამბები