07 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
შევხედოთ არჩევნებს, რა პროცენტს მიიღებს საბოლოოდ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" - ირაკლი კირცხალია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლების ქუთაისში გამართულ ყრილობას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფლანგზე ყველაზე მეტი ხმა "ახალსა" და "ერთიანობას" აქვს, დანარჩენი პარტიები კი საარჩევნო ბარიერსაც ვერ ლახავენ.

"ერთიანობამ" და "ახალმა" გაიყვეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფლანგზე ყველაზე მეტი ხმა."გორბის" კვლევებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ლახავენ ბარიერს როგორც ვნახეთ, რაც შეეხება დანარჩენს პარტიას - ვერ ლახავენ ბარიერს, რამდენიმე თუ ერთი პარტიაა მე მგონი ახლოს და დანარჩენი შევხედოთ. შევხედოთ არჩევნებს და რა პროცენტს მიიღებს საბოლოოდ კოლექტიური "ნაცმოძრაობა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები