21 დეკემბერი 2024,   16:09
ვრცლად
"საერთაშორისო სანქციებს უნდა დავექვემდებაროთ, სხვანაირად ვერც მოხდება და არ უნდა მოხდეს სანქციების გვერდის ავლა" -  სერგო ჩიხლაძე

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩადებული მოთხოვნა თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მმართველ გუნდ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას არავინ სთხოვ, უბრალოდ საქართველოს დახმარებით უკვე არსებული სანქციების გვერდის ავლა არ უნდა მომხედეს.

"სანქციების გვერდის ავლა არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება ახალი სანქციის გამოგონებას პამიდვრის, მწვანილის და ღვინის ვაჭრობას არავინ უკრძალავს საქართველოს რუსეთთან. სხვა რამე თუ არის და ივაჭრება, მაშინ გვითხრას ხელისუფლებამ, რომ შემთხვევით რაღაც აკრძალული საქონლით ხომ არ ვაჭრობს რუსეთთან. დიახ, საერთაშორისო სანქციებს უნდა დავექვემდებაროთ, სხვანაირად ვერც მოხდება და არ უნდა მოხდეს სანქციების გვერდის ავლა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები