11 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ქარიშხალ "მილტონს" სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქარიშხალ “მილტონის” შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ქარიშხალი ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს მე-3 კატეგორიის ქარიშხლის სახით დაატყდა თავს, რასაც ტორნადოები, ძლიერი ქარი და წვიმა მოჰყვა.

“მილტონის” გამო ფლორიდის შტატიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული.

ქარიშხალს ნგრევა და წყალდიდობა მოჰყვა. დაზიანებულია სახლები და ავტომობილები. დატბორილია სამანქანე გზები და დასახლებები.

დაზიანებულია ელექტრო კაბელები, რის გამოც, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები