პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს ეხმაურება.
არჩილ გორდულაძის თქმით, ყველა ის პროცესი, რომელიც ახლა პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს, კომიკურია.
"ვერ დაამთავრა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობანას თამაში, წარმოუდგენია მას, რომ ის არის ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, პოლიტიკურ აქტორებზე და კოლექტიურ ნაცმოძრაობის წევრების შერიგება და ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგება ითავოს. რა თქმა უნდა, კომიკურია ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც ახლა მიმდინარეობს პრეზიდენტის სასახლეში და ჩემმა კოლეგამ ირაკლი კირცხალიამ ძალიან სწორად შეაფასა და თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაემსგავსა "ნაციონალური მოძრაობის" შტაბს," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.