ფლორიდაში სტიქიას ისევ ებრძვიან. მექსიკის ყურეში წარმოქმნილი მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი "მილტონი", შტატის სანაპირო ზოლის მიმდებარე დასახლებებს ანადგურებს.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია მინიმუმ 16 ადამიანი. 3 მილიონზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დატბორილია ქუჩები, სამძებრო - სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.