კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საბჭოს სხდომა - ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გახსნა.
სოლომონ პავლიაშვილმა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საქმიანობის და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმებიც განიხილეს.