პლატფორმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი “დღის კურიერის“ ეთერში საკადრო ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნებისმიერი საკადრო ცვლილება მას შემდეგ უნდა დალაგდეს როდესაც ქართველი ხალხი თავის ნებას არჩევნებზე დააფიქსირებს.
“ჩემი პოზიცია არის საკმაოდ მკაფიო, საკადრო გადაწყვეტილებები იქნება რელევანტური მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ნება იქნება არჩევნებზე გამოხატული და არჩევნების შემდგომ უნდა მოხდეს საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობა.
ჩვენ ყველა ტიპის კონსულტაციებისთვის ვართ ღია, ჩვენ ინიციატორებიც ვიყავით, რომ ოპოზიციაში არსებობდეს კოორდინაცია და ერთიანი მიდგომა, ასე რომ ზოგადი კონსულტაციების და მოლაპარაკებების წინააღმდეგი საერთოდ არ ვართ, უბრალოდ საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაზე უნდა ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ,“- აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.