14 ნოემბერი 2024,   05:08
ვრცლად
“დასკვნაში არის ბევრი პოზიტიური მომენტი, არის საკითხები რომელიც შეიძლება იყოს სადაო, თუმცა არის ხაზგასმით აღნიშნული, რომ წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში“ - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ანგარიშში არის ბევრი პოზიტიური მომენტი, არის საკითხები რომელიც შეიძლება იყოს სადაო, თუმცა ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში.

“ეს არის შუალედური დასკვნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა გრძელვადიანი მისიის და დამკვირვებლის შეფასება. თუმცა, ამ შეფასების ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ობიექტურობა. დასკვნაში არის ბევრი პოზიტიური მომენტი, არის საკითხები რომელიც შეიძლება იყოს სადაო, თუმცა არის ხაზგასმით აღნიშნული, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს წყნარ, მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. უკეთესი იქნება, თუკი ყველა ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით დარღვევები ოპოზიციის მხრიდან და ეს არაერთგზის იქნა გაშუქებული.

ამ ფაქტებით უნდა აღიბეჭდოს ის დასკვნები, რომლებსაც შეადგენენ ჩვენი დამკვირვებლები. ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე, არის წინასაარჩევნო პროცესი წყნარი და მშვიდი. რადიკალების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი, მძიმე შედეგით დაასრულებენ არჩევნებს და ეს კარგად იციან, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. ამიტომ, ყველა პროცესში შეჰყვებიან სიტუაციას,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები