ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა და ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა - პეტრე სალუქვაძემ, სოფო ქარცივაძემ, ალეკო ბურჭულაძემ, გიორგი (ჟორია) სირაძემ, - წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ხომერიკი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, გარემონტებული კორპუსების იერსახის დამახინჯებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა, უხეშად დაარღვიეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულება.
ხომერიკის თქმით, ეს კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, რომლისგანაც გახარიას გუნდი არ განსხვავდება.
“ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა და ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა - პეტრე სალუქვაძემ, სოფო ქარცივაძემ, ალეკო ბურჭულაძემ, გიორგი (ჟორია) სირაძემ.
სამარცხვინოა, რომ ამით, საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულება უხეშად დაარღვიეს და 13 ოქტომბერს ღამით ვ. დოლიძისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩებზე მოქალაქეების გადასახადებითა და ევროკავშირის დაფინანსებით გარემონტებული კორპუსების იერსახე დაამახინჯეს.
ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელწერა, რომლისგან გამონაკლისი არც გახარიაა.
მოვუწოდებთ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს პეტრე სალუქვაძეს, სოფო ქარცივაძეს, ალეკო ბურჭულაძეს, გიორგი (ჟორია) სირაძეს უმოკლეს დროში უზრუნველყონ კედლების გასუფთავება და მომავალში, ასეთი უხეში დარღვევისგან თავი შეიკავონ.
მოთხოვნის დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვთხოვ, ოზურგეთის მერიას გაასუფთაოს დამახინჯებული კედლები და დაუბრუნოს მათ ნორმალური იერსახე.
#გახარიაამახინჯებსოზურგეთს
#ყველაგავუფრთხილდეჩვენსქალაქს” - წერს ქეთევან ხომერიკი.