14 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
შუქრუთელების 43-მ დღიანი შიმშილობა პარლამენტთან დასრულდა - მხარეები სამუშაო ფორმატზე გადავიდნენ

პარლამენტთან შუქრუთელების 43-მ დღიანი შიმშილობა დასრულდა, თუმცა პროტესტი გაგრძელდება. შიმშილობის შეწყვეტას აქციის მონაწილეებთან რატი იონათამიშვილის შეხვედრა უძღოდა წინ, რომელმაც შუქრუთელებს კომპანიასთან მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა.

პროცესში ჩართული იყო ჯანდაცვის მინისტრიც. მხარეების განმარტებით, ისინი სამუშაო ფორმატზე გადავიდნენ. სავარაუდოდ, უფრო მეტი დეტალი ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.

საპროტესტო აქცია ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

დღის ამბები