21 დეკემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ოპოზიცია ფაქტობრივად არავის ხვდება საკუთარი ვიწრო პარტაქტივის გარდა - რატი იონათამიშვილი  "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო ღონისძიებებზე

მმართველი გუნდი "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო ღონისძიებებს ეხმიანება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ძლიერი საქართველო" იგივე "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც ქართველი ხალხი ლეგიტიმაციას აღარასდროს მისცემს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად არავის არ ხვდება საკუთარი ვიწრო პარტაქტივის გარდა. შესაბამისად, ასეთი მწირი რესურსებით პარტიები 5%-იან კი არა, 2 და 3 პროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავენ. ასეთი გაკოტრებული ოპოზიციაა, როგორც "ლელო", ასევე დანარჩენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ამ ფსევდოშეხვედრებით ადასტურებენ, რომ მათ რეალურად მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები