საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ძლიერმა საქართველომ" ზუგდიდში ღონისძიება გამართა.
პოლიტიკური მოძრაობის ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. აქცენტი საარჩევნო პროგრამასა და 26 ოქტომბერს თითოეული მოქალაქის არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაზე და სწორი არჩევანის გაკეთებაზე გაკეთდა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დევნილების საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მათ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას დაჰპირდა.
"30 წელზე მეტი გავიდა და სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინო სახელმწიფომ ვერ გადაწყვიტა დევნილების საკითხი. ჩვენ არა მარტო ფართობებზე უნდა ვიფიქროთ,რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ, არამედ შევქმნათ სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კვადრატული მეტი, მაგრამ აუცილებლად, ამ ოჯახის წევრები უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაიწყონ მუშაობა ღირსეული ანაზღაურებით. ამიტომ პირობას გაძლევთ, ეს აუცილებლად მოხდება დაპირებული სამუშაო ადგილების შექმნით და პარალელურად, საბინაო ფართობის გაფართოებით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.