14 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ეგვიპტეში სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი შეეჯახა და ვაგონები მდინარეში გადავარდა - არის მსხვერპლი

სამხრეთ ეგვიპტეში, კაიროში მიმავალ სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი უკნიდან შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ორი ვაგონი მდინარეში გადავარდა და ნაწილობრივ ჩაიძირა. შეჯახება კაიროდან 270 კილომეტრის დაშორებით, მინიას პროვინციაში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეჯახების გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები