14 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია ამ წუთებში უნდა დაიწყოს

დღეს სვეტიცხოვლობაა. სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება, თუმცა განსაკუთრებული ხალხმრავლობაა მცხეთაში.

სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

"ნამდვილად განსაკუთრებული დღეა - სვეტიცხოვლობაა, რომელსაც ჩვენი ეკლესია, ქვეყანა ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს. მღვდელმთავრები მობრძანდებიან, იქნება წირვა, ქადაგება და ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ განსაკუთრებულ დღეს", - განაცხადა არქიმანდრიტმა, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა მამა იოვანე მჭედლიშვილმა.

 

დღის ამბები