რუსეთში, იაკუტიაშია, ავიაკატასტროფის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
თვითმფრინავი “An-3” ოლეკმინსკის რაიონში ძრავის გაჩერების შედეგად ჩამოვარდა. ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა, სამი ეკიპაჟის წევრი და ორი მგზავრი. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი ემსხვერპლა.
თვითმფრინავი ოლეკმინსკი-ჟელეზნოგორის რეისზე დაფრინავდა. აღმოსავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურის განცხადებით, თვითმფრინავის უხეში დაშვების მიზეზი, შესაძლოა, ძრავში ძალის დაკარგვა ყოფილიყო, რამაც საბოლოო ჯამში მისი სრული გაჩერება და თვითმფრინავის ვარდნა გამოიწვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავიაკატასტროფის საქმეზე დაწყებულია გამოძიება.