კალიფორნიაში დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის ადგილთან ახლოს შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. მას დატენილი იარაღი, პრესის ყალბი საშვი და ყალბი VIP მოსაწვევი აღმოაჩნდა.
მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომელიც იდენტიფიცირებულია, არის ლას-ვეგასის მკვიდრი - ვემ მილერი. ის დაკავების მომენტში ტრამპის შეხვედრის ადგილთან ახლოს, საგუშაგოზე იმყოფებოდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ მილერი, სავარაუდოდ, მემარჯვენე ანტისამთავრობო ორგანიზაციის წევრია. ის დატენილი იარაღის და მაღალი ტევადობის მჭიდის გამო გააფრთხილეს და 5 000 დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.