21 დეკემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში "სოციალ-დემოკრატიული პარტია" ლიდერობს

წინასწარი შედეგების თანახმად, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში "სოციალ-დემოკრატიული პარტია" ლიდერობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის დამუშავებულია საარჩევნო უბნების 90 პროცენტზე მეტი და "სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ ხმების თითქმის 21 პროცენტი აქვს.

მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია, კონსერვატიული "სამშობლოს კავშირი“ ამომრჩეველთა ხმების 16 პროცენტზე მეტით, მესამეზე კი ხმების თითქმის 16 პროცენტით პოპულისტური პარტია “ნემუნო აუშრა” გადის.

ხუთ პროცენტიანი ბარიერი კიდევ სამმა პარტიამ გადალახა.

დღის ამბები