21 დეკემბერი 2024,   16:28
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრას 30-მდე ქვეყანა ესწრება.

ოთარ შამუგიამ ქართული ღვინის ისტორიაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში ექსპორტის ზრდაზე. მინისტერიალის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაციაც.

"კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია დარგის განვითარებისთვის განხორციელებული ღონისძიებების და რეფორმების შესახებ, რომლის შედეგადაც ღვინის ექსპორტი გაზრდილია 4-ჯერ ქვეყანაში და ჩვენ ყოველწლიურად 100 მილიონ ლიტრზე მეტ ღვინის რეალიზაციას ვახორციელებთ მსოფლიოს 70 ქვეყანაში. ვაგრძელებთ თანამშრომლობას მათთან, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა მსოფლიოში უნდა გაიგოს ქართული ღვინის შესახებ", - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

დღის ამბები