21 დეკემბერი 2024,   15:55
ვრცლად
"ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას, მით უმეტეს, არც მთავრობის წარდგენას, ტექნიკურს დაარქმევს თუ არატექნიკურს, მას ამას არავინ ეკითხება" - გურამ მაჭარაშვილი

"კარგად ვიცით, რომ კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას, მით უმეტეს, არც მთავრობის წარდგენას. ტექნიკურს დაარქმევს თუ არატექნიკურს, მას ამას არავინ არ ეკითხება," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მოქალაქეებს არჩევნების დღეს არჩევანის გაკეთება - "მონობასა და სუვერენიტეტს შორის, ომსა და მშვიდობას და შორის" მოუწევთ.

"რაც უფრო მეტი იქნება ზურაბიშვილის ასეთი ტიპის განცხადებები, მით უფრო ჩვენ გაგვიადვილდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს იმის თქმა, რომ 26 ოქტომბერს ნამდვილად არის არჩევანი - მონობასა და სუვერენიტეტს შორის, ომსა და მშვიდობას და შორის. კარგად ვიცით, რომ კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას, მით უმეტეს, არც მთავრობის წარდგენას. ტექნიკურს დაარქმევს თუ არატექნიკურს, მას ამას არავინ არ ეკითხება. ამას გარდა, ეს ხალხი ამბობს, რომ უმრავლესობით მოდიან მთავრობასა და პარლამენტში, და რა ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ, თუ უმრავლესობით მოდიან, ჩვეულებრივ უნდა წარადგინონ ხომ?! - მაგრამ კარგად იციან მათაც და მათმა პატრონებმაც, რომ წაგებული აქვთ არჩევნები და ახლა ეს ვითომ პრეზიდენტი, "ნაცების" პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოდის და მათ სათქმელს ამბობს. ეს არის ზუსტად მონობის დამადასტურებელი. რა ქარტიაზეა საუბარი, როდესაც კონსტიტუცია გაქვს ქვეყანაში," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები