21 დეკემბერი 2024,   16:19
ვრცლად
"საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ არის, თუმცა ზოგიერთ წევრს თუ ენდომება განხილვა, ასეც მოვიქცევი" - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო იმართება

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.

ჟოზეფ ბორელმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველო სხდომის დღის წესრიგში არ არის, თუმცა საკითხს განიხილავენ თუ ამის სურვილი ზოგიერთ წევრს ექნება.

ძირითადი თემები, რაზეც დღეს თბილისის დროით 12 საათიდან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. გამოქვეყნებული პრეს რელიზის თანახმად, მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებული იქნებიან საქართველოსა და მოლდოვაში არჩევნების შესახებაც.

"უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი, სიტუაცია უარესდება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. ახლო აღმოსავლეთშიც რთული ვითარებაა. 27 ქვეყანა მხარს უჭერს გაეროს მშვიდობისმყოფელებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ არის, თუმცა ზოგიერთ წევრს თუ ენდომება განხილვა, ასეც მოვიქცევი", - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

გერმანიის სახელმწიფო მინისტრის ევროპის საკითხებში, ანნა ლუჰრმანის თქმით, ისინი ევროპულ გზაზე საქართველოს მხარს უჭერენ, თუმცა ეს საქართველოსვე ამჟამინდელ მთავრობას არ ეხება.

"აქ ჩვენ ევროკავშირის ამბიციური პოზიციისთვის შევიკრიბეთ. ჩვენ დავკავდებით საქართველოს საკითხით. სავსებით ცხადია, რომ ჩვენ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე მხარს ვუჭერთ, თუმცა ეს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ ეხება. ის ევროკავშირის გზაზე დაბრკოლებას ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს უფლება სამართლიანად აირჩიოს საკუთარი გზა. ზუსტად ამიტომ არჩევნების სამართლიანობა, ის რომ თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება გადამწყვეტი იქნება",- განაცხადა ანნა ლუჰრმანმა.

დღის ამბები